მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომსახურების სფეროში კადრების დეფიციტი აქტუალური პრობლემაა – „აჭარა ჯგუფი“

60df7923e5881
მარიამ იზორია
03.07.21 11:28
2132
„აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ანა დაბრუნდაშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ „აჭარა ჯგუფის“ დასაქმების ფორუმზე საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს, რატომაც მისი ჩატარება გადაწყვიტეს.

მისი თქმით, ფორუმის ჩატარების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც გააცნობიერეს, რომ დასაქმების მსურველთათვის ის წყაროები, რომელთა მეშვეობითაც ადრე სამსახურს ეძებდნენ, ახლა უკვე საინტერესო აღარ არის.

„მომსახურების სფეროს მიმართულებით დღეს ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა; არაერთი შეხვედრა გვქონდა, როგორც ჩვენ თანამშრომლებთან, ასევე სხვა კომპანიებთან და გამოიკვეთა, რომ ჩვენ სფეროში კადრების დეფიციტი აქტუალური პრობლემაა; სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შევიმუშავეთ დასაქმების ფორუმის პროექტი, რადგან მივხვდით, რომ ადამიანებისთვის რაღაც პლატფორმებზე სამსახურის ძიება საინტერესო აღარ არის, ამიტომ მათ უფრო კომფორტული, ღია გარემო შევთავაზეთ. უამრავი აქტივობა გავაკეთეთ, ქალაქის მასშტაბით ყველგან გავედით და საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს; მთავარია, ეს პროცესი არ გაჩერდეს; მიუხედავად იმისა, რომ 150 ვაკანსია გვქონდა, კიდევ ბევრი ვაკანტური ადგილი გვაქვს და აუცილებლად მივალთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც ჩვენი კომპანიით არის დაინტერესებული“, - ამბობს ანა დაბრუნდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები