ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისში 2021 წელს სულ 971 საჩივარი შევიდა და აქედან 32% – 309 საჩივარი – ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობებს ეხებოდა. რიგით მეორე, ყველაზე აქტუალური პრობლემა უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან იყო დაკავშირებული – სულ 198 საჩივარი, ასევე 122 საჩივარი შევიდა მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნების შესახებ.