მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებელი შეგვიმცირდა, ხარჯები გაიზარდა“ - რა პირობებით იხსნებიან საცურაო აუზები?

60b0d5df349d8
ინგა მურუსიძე
28.05.21 21:18
2204
სპორტკომპლექს "არენას" საცურაო აუზი გაიხსნა. ის მოქალაქეებს უკვე 26 მაისიდან, კოვიდ-რეგულაციების დაცვით ემსახურება. bm.ge-ს „არენას“ დირექტორმა, ვასილ ლიპარტელიანმა უთხრა, რომ როგორც აუზით, ისე მთლიანად სპორტკომპლექსით სარგებლობის მსურველთა რიცხვი მაღალია, თუმცა 2019 წელთან შედარებით მაინც შემცირებული.

„სეზონი უკვე გავხსენით, სრულად ვასრულებთ პროტოკოლს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა - დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, 6 კვადრატული მეტრი 1 ადამიანზე, სოციალური დისტანცია აუზზე, საშხაპეების გამოეყენება ერთის გამოტოვებით და ა.შ.“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

როგორც გასულ წელს, ისე წელსაც შემცირებულია როგორც მომხმარებლის რაოდენობა, ისე შემოსავალი.

„აუზის მომსახურება, ფიტნესის ხარჯები გვაქვს გაზრდილი, ხოლო შემოსავალი - შემცირებული. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ საშუალო კლასზე გათვლილი, გვყავს მრავალი წლის კლიენტები, შესაბამისად, ფასებს ვინარჩუნებთ და ვფიქრობთ ასეც გაგრძელდება, თუ რაიმე დამატებითი რეგულაცია არ დაგვიწესდა“, - განაცხადა მან.

ვასილ ლიპარტელიანის განმარტებით, შეზღუდვები ბიზნესისთვის მისაღებია იმ ფონზე, რომ გახსნის საშუალება აქვთ.

„უარესს ცუდი რომ ჯობია ეგ პრინციპია, მთავარია გავიხსენით“, - ამბობს „არენას“ დირექტორი.

რაც შეეხება მომხმარებლების რაოდენობას, ლიპარტელიანის თქმით, 2019 წელთან შედარებით როგორც მთლიანად სპორტული კომპლექსის, ისე საცურაო აუზის მომხმარებლის 40%-იანი კლება ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები