მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ნივთები სპეციალურ აუქციონზე გაიყიდება - "TNET"

63947d4262c3b
მარიამ იზორია
10.12.22 16:44
655
რამდენიმე თვეა, რაც მოქმედებს კანონი, რომელიც მყიდველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის საპასუხოდ კომპანია „თინეთს“ აქვს ინიციატივა, უკან დაბრუნებული ნივთები სპეციალურ აუქციონზე გაყიდოს.

როგორც bm.ge-სთან „თინეთის“ გენერალური დირექტორი ამბობს, ნივთების სპეციალურ აუქციონზე გაყიდვაზე mymarket-ის გუნდი მუშაობს და ის მალე ჩაეშვება.

„ნივთების სპეციალურ აუქციონზე გაყიდვის პროექტს mymarket-ის გუნდი ავითარებს მალე ჩაეშვება. გვეყოლება დიდი რითეილერები პარტნიორებად და მზად ვიქნებით დაბრუნებული პროდუქცია ჩვენს პლატფორმებზე გავყიდოთ“ - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.

გააძვირებს თუ არა დაბრუნებული პროდუქცია მომხმარებლისთვის პროდუქტს? - გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ თუ ნივთების, განსაკუთრებით კი ტექნიკის დაბრუნებამ მასური სახე მიიღო ფასების ზრდა გარდაუვალია.

„გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გახსნილი ტექნიკა დავიბრუნეთ. ამ მიზეზით პროდუქციის გაძვირებას ჯერჯერობით ჩვენ ვეწინააღმდეგებით, თუმცა თუ დაბრუნებამ მასური სახე მიიღო ალბათ ფასების გაზრდას ვერ ავცდებით.

რაც შეეხება უშუალოდ კანონს, მისი მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ის დაბრკოლებები, რასაც მომხმარებელი ონლაინ ვაჭრობის დროს ხედავს დაიფაროს. თუმცა ეს უკან დაბრუნება პირდაპირ არ ეხმაურება ონლაინვაჭრობის წახალისებას, შეიძლება უფრო ტვირთად შევხედოთ ვიდრე პირიქით“ - განმარტავს „თინეთის“ გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები