სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ თბილისში, ორთაჭალაში 18 მლნ ლარის ინვესტიციით 1 ივლისს სასტუმრო „ბიოგრაფს“ გახსნის.
„1 ივლისს „კომენდანტის საათის“ მოხსნას სასტუმროს გახსნის აღვნიშნავთ“, - განუცხადა BM.GE-ის სასტუმროს მმართველმა პარტნიორმა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, 112-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 1 ივლისს გაიხსნება, ხოლო პირველ დამსვენებელს 4 ივლისს მიიღებს. სასტუმროში განთავსების ღირებულება 50 დოლარიდან იწყება და ფასი ნომრის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.
„ახალ სასტუმროში ჯავშნები ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან უკვე შემოსული“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.