მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობას რაც უნდა, ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ“ - პრემიერი

6130b72c97afe
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 15:44
2069
„მოსახლეობას, რაც უნდა ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ არ მიიღო საქართველომ ლატვიისგან 50 000 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოთხოვნა არ იყო და რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის სხვა ვაქცინაა.

„მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინა. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს დღეს საქართველოში. დღეის მდგომარეობით კიდევ 1 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გვაქვს, „სინოვაკი“, რომელიც „სინოფარმის“ იდენტური და ანალოგია. დამატებით 1 მლნ „სინოფარმი“ გვაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ დამატებით 2 მლნ დოზა „ფაიზერზე“. ასევე შემოვიტანეთ „ასტრაზენეკა“ , მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ნაკლებად პრიორიტეტული და მოთხოვნადი იყო ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში, რომ არ იყოს ვაქცინები და მაგ დროს უარი გვეთქვა, ეს დანაშაული იქნებოდა, მაგრამ როდესაც 3 მლნ დოზა ვაქცინა გვაქვს, ჩვენი არჩევანია, რომ მოსახლეობას რაც უნდა, ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები