მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 82%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს - NDI

6452272c47767
გიგა ბენია
03.05.23 13:16
521
საქართველოს მოსახლეობის 82% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. მოსახლეობის 35% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის საკმარისად არ მუშაობს, 18% კი ფიქრობს, რომ არაფერს აკეთებს.


ყველაზე მეტი მოქალაქე, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს, 18-დან 34 წლის ახალგაზრდაა. 55 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის უმეტესობა კი ფიქრობს, რომ მთავრობა EU-ში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია. გამოკითხვის მიხედვით, სხვა ჯგუფებთან შედარებით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნაკლებად ხედავენ სარგებელს ევროპულ და ევრო -ატლანტიკურ ინტეგრაციაში.

ევროკავშირთან ერთად, მაღალია ნატოს მხარდაჭერა. მოსახლეობის 73%-ს სურს, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს. ნატოს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები