მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად ფასების ზრდას ასახელებს

6452232990a7d
BM.GE
03.05.23 13:31
519
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია.

კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფასების ზრდა/ინფლაცია ყველაზე მთავარი პრობლემაა, მეორე ადგილს სამუშაო ადგილები იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სიღარიბე.

სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. ჩატარებულია 1,032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები