რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, 9 მარტს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ განახლდება. ამის შესახებ მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ განახლდება - საფონდო ბაზრის სექციაშია რუბლის ანგარიშების „გამოსყიდვა: მისამართის შეკვეთების“ სექციის რეჟიმის გარდა; ვადიანი ბაზრის სექციაში, ფულის განყოფილების წარმოებული საბაზრო ინსტრუმენტების გამოკლებით, საქონლის სექციასა და ფიუჩერსების სარკისებრი ხელშეკრულებების ორიგინალურ პლატფორმებზე მოსკოვის დროით 10-დან 18:45 საათამდე; ასევე ვაჭრობა არ განახლდება სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე.
2022 წლის 10 მარტის მოსკოვის ბირჟის სამუშაო რეჟიმის რუსეთის ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტს 9 საათამდე გამოქვეყნდება", - ნათქვამია ცენტრბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 1-ელი მარტის შემდეგ არ განახლებულა. ეს ის დროა ,როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედა.