მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა გაიზარდა ისეთ ავეჯზე, რომლებიც გასაქირავებელ ბინებში გამოიყენება - Ashley Homestore

639bf647e5c6e
თათია კაკიაშვილი
16.12.22 10:51
683
მოთხოვნა გაიზარდა ისეთი ტიპის ავეჯის შეძენაზე, რომლებიც გასაქირავებელ ბინებში გამოიყენება, - ამის შესახებ BM.GE-ს Ashley Homestore-ის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა განაცხადა.

კომპანიაში, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ამერიკული ავეჯი შემოაქვს, ამბობენ, რომ გაყიდვების მაჩვენებლები 2022 წელს გაზრდილია, თუმცა - არა საქართველოში ჩამოსული უცხოელების დიდი ნაკადის ხარჯზე.

დაბრუნდაშვილის თქმით, “ეშლი ჰოუმსთორის” 6 ფილიალიდან, ყველაზე მეტი უცხოელი მომხმარებელი ბათუმში ფიქსირდება და მათი უმეტესობა - რუსულენოვანია.

“ვერ ვიტყოდი, რომ უცხოელი მომხმარებლების წილი იმდენად არის გაზრდილი, რომ ცალკე გამოყოფა შეიძლება. იმიტომ, რომ თბილისში ჩვენი გახსნის პირველი დღიდან უცხოელი მომხმარებლების ნორმალური წილი იყო და აქამდეც ბევრი ყიდულობდა ბინებს. ბევრი ჩამოდიოდა საცხოვრებლად. ბათუმში უფრო შეიმჩნევა უცხოელი, რუსულენოვანი მომხმარებელი, ეს იქნება რუსეთის თუ უკრაინის მოქალაქეები. მოთხოვნა არის გაზრდილი ისეთი ტიპის ავეჯის შეძენაზე, რომლებიც გასაქირავებელ ბინებში გამოიყენება,“ - განაცხადა Ashley Homestore-ის გენერალურმა მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები