მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას - ევროკომისიის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

64764e74dac01
ალა ისპირიანი
30.05.23 22:07
484
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

"მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა ასევე, შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. 31 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები