მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოვა დრო, როცა კადრებს აზიის ქვეყნებში მოვიძიებთ“ – Chateau Mere-ს მმართველი კადრების დეფიციტზე

6479e6b4e714f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 17:40
1194
სასტუმრო „შატო მერეს“ მმართველმა პარტნიორმა გია პირადაშვილმა ტურიზმის დარგში და ქვეყანაში კადრების დეფიციტის საკითხზე გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღეისთვის სასტუმრო 50 სამუშაო ადგილს ქმნის და ყოველთვიურად 5-დან 10-მდე ვაკანსიას, მაღალ ტურისტულ სეზონზე კი უფრო მეტსაც აცხადებს, თუმცა კადრების მოძიება რთულია.

„პირველ რიგში იმ სოფლის მოსახლეობის დასაქმებას ვცდილობდით, სადაც სასტუმროა [თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარდისუბანი]. რაღაცეები შევძელით, რაღაცეები ვერა - კვალიფიკაციის საკითხიც არის, ხასიათისაც...

ახლა ვცდილობთ, გამოცდილი კადრი მოვიყვანოთ და უფრო მეტი შევთავაზოთ, მაგრამ ამის რესურსიც ჩვენს ქვეყანაშიც ნაკლებია, ამიტომ ყოველთვის ძიების პროცესში ვართ. ყოველთვიურად 5,6,10 ვაკანსია გვაქვს ხოლმე... ზაფხულში და გაზაფხულზე უფრო მეტს... კადრებს ვერ ვშოულობთ, მებაღეს ვერ ვპოულობთ ხოლმე - არ არის“, - ამბობს გია პირადაშვილი.

სასტუმროს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, ძალიან მალე კერძო სექტორს კადრების მოძიება აზიის ქვეყნებში მოუწევს და რაც დარგის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„კადრების დეფიციტი მხოლოდ საქართველოში არ გვაწუხებს, ეს ევროპაშიც ძალიან დიდი პრობლემაა. იმის დროც მოვა, როდესაც ჩვენ კადრებს აზიის ქვეყნებში მოვიძიებთ. ეს სამწუხარო ფაქტი არ არის, ეს ნორმალურია. ამის დრო ნაწილობრივად უკვე არის და ძალიან ბევრი ეძებს ადამიანებს, იგივე ფილიპინებიდან და ჩინეთიდან. რატომაც არა?! ეს დარგის განვითარებისთვისაა... ბევრს არ მოსწონს ეს, თუმცა არ ვიცი რატომ. სხვაგვარად ვერ აუხვალ იმ გამოწვევებს და საქმეს, რასაც ცოცხალი ძალა სჭირდება, ამიტომ თუ ვერ პოულობ შენს ქვეყანაში, შეგიძლია სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანო“, - თვლის „შატო მერეს“ მმართველი პარტნიორი გია პირადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები