მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ და გაიწვიეთ ეს კანონპროექტი - დეგნანი

6405c34f5c8ff
მარიამ ვარადაშვილი
06.03.23 14:46
870
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის აგენტებზე" შესული კანონპროექტის არცერთი ვერსია საქართველოს არ სჭირდება. აშშ-ის ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტს გადახედოს ამ კანონპროექტს.

“აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი ღრმად შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით სტიგმატიზებას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების და გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას. ის, რაც მსგავსი კანონის პირობებში რუსეთში მოხდა. მოვუწოდებთ პარლამენტს დაფიქრდეს ამ კანონპროექტის საჭიროებაზე. ის საჭირო არ არის. ამ კანონს დამანგრეველი გავლენა ექნება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარონ. მოვუწოდებთ პარლამენტს გთხოვთ გადახედეთ და გაიწვიეთ ეს კანონპროექტი. ის საჭირო არ არის და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესშია”,-აცხადებს დეგნანი.

"ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები