მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხარული ვართ, რომ საქართველოში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც შემოდიან - Wizz Air-ი

614cb98b3399d
თამთა ჯიჯავაძე
24.09.21 00:00
996
მოხარული ვართ, რომ საქართველოში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც შემოდიან, - ამის შესახებ Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ისინი კონკურენციას მიესალმებიან.

„შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვიყვარს კონკურენცია, რადგან კონკურენცია ყველასთვის სარგებლიანია. ის ყველა მოთამაშეს აიძულებს იყოს მობილიზებული და აშენოს მდგრადი ბიზნესი. ამ დროს აუცილებელია ფასები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რაც რა თქმა უნდა, მომხმარებლებისთვის არის კარგი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ის არის, რომ ფასები ნამდვილად დაბალია. დიდი ხანია ვმუშაობთ საქართველოში, ხალხმა ბევრი რამ იცის ჩვენ შესახებ, საკმაოდ ბევრი მიმართულებით დავფრინავთ და კიდევ ვაპირებთ დამატებას“, - განაცხადა ანდრაშ რადომ.

მისივე თქმით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას აპირებს. ამასთან, Wizz Air-ის მიზანია გლობალურად წელიწადში 2 ათასი ადამიანი დაიქირავოს და ავიაპარკი 500-მდე თვითმფრინავით გაზარდოს მომდევნო ათ წელიწადში.

ამ დროისთვის ავიაკომპანია 144 თვითმფრინავს ფლობს.

„ჩვენ გვჭირდება ქართველი ხალხი, ბორტზე, მის გარეთ, სათაო ოფისში და ა.შ. კიდევ ერთი, რასაც მინდა, რომ ხაზი გავუსვა: Wizz Air-ის ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ ყველა პირს შევთავაზეთ ალტერნატიული სამუშაო ჩვენს ქსელში, ასე რომ არავინ დაგვითხოვია. ძალიან სასიხარულოა, რომ მათი ნაწილი დაბრუნდა ისევ ქუთასისის ბაზაზე“, - განაცხადა რადომ.

ცნობისთვის, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის პირდაპირი რეგულარული რეისები ოთხი ახალი ქალაქის: აბუ-დაბის, ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები