მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშენებლობა არ არის ჟუჟუნა წვიმის მერე ამოსული სოკო, ეს დიდხნიანი პროცესია “ - მერიისა და “მამისონის” თანამშრომლობა

63629e2f8f4eb
ალა ისპირიანი
02.11.22 20:37
1139
"კარგი პროექტი დამკვეთის და შემსრულებლის სინქრონული მუშაობით მიიღება", - ამის შესახებ სამშენებლო დარგის სპეციალისტმა ირაკლი როსტომაშვილმა, თბილის მერიისა და კომპანია “მამისონის” თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ მშენებლობა დიდხნიანი პროცესია და მისი განხორციელების ან დაგვიანების ვადებზე დამკვეთი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.

„მერიის და “მამისონის” თანამშრომლობაზე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ, რასაც ერთი შეხედვით ვუყურებ ქვეყანაში ტოტალური უპასუხისმგებლობა და ვალდებულებების შეუსრულებლობა არა მარტო კომპანიების მხრიდანაა, არამედ პოლიტიკოსებიდან დაწყებული ყველა მიმართულებით. ეს ჩვენი დაავადებაა. მშენებლობა არ არის ჟუჟუნა წვიმის მერე ამოსული სოკო, ეს არის დიდხნიანი პროცესია და 5-თვიანი დაგვიანება დამკვეთმა, როგორ შეიძლება გუშინ ან დღეს გაიგოს. კარგი პროექტი დამკვეთის და შემსრულებლის სინქრონული მუშაობით მიიღება“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება შეფერხებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იგი ამბობს, რომ მათ შორის არაპროფესიონალი კადრებითაა გამოწვეული, რომლებიც არა მარტო მშენებლობის, არამედ ყველა მიმართულებით პრობლემაა.

„მშენებლობა ძალიან ცუდ დღეშია. ეს არა პროფესიონალი კადრებიდან გამომდინარეა და ყველას სფეროში ეგრეა, მათ შორის მშენებლობაში. გამორიცხულია საქმე არა მცოდნემ გააკეთოს“, - ამბობს იგი და დასძენს, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა უპირველესად სახელმწიფოს ეკისრება.

შეგახსენებთ, რომ მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. გარდა ამისა, დღესვე, თბილისის მერმა, "მამისონს" და სხვა ბევრ სამშენებლო კომპანიას, დაგვიანებულად განხორციელებული პროექტების გამო  უპასუხისმგებლო უწოდა.

კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.
ის არ გამორიცხავს, რომ გამოწერილი ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს. ჭკადუას თქმით, კომპანია 2 თვეში 600 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას არ ეთანხმება.

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის ტენდერები აქვს მოგებული შპს “მამისონს”?


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები