“მშენებლობა განვადებით“ - ვინ რა იცის „მასშტაბურ პროგრამაზე“?
BM.GE
29.07.22 18:06
• 373
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თებერვალში დაანონსებული სამთავრობო პროგრამა "მშენებლობა განვადებით" დაიწყო. 37-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის და დაბა კაზრეთის წყლის სისტემის მშენებლობის სამუშაოებს შეიძენს გუშინ გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, მთავარი სხვაობაა გადახდის სისტემა, რომლითაც პროექტის დაფინანსება მოხდება. თუკი აქამდე სამშენებლო კონტრაქტებში გავრცელებული პრაქტიკა იყო ბიუჯეტის მიერ შესყიდვის პირველივე წელს მსხვილი ავანსის ჩარიცხვა, განვადებით მშენებლობის შემთხვევაში, პროექტი ავანსის გარეშე დაიწყება. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დაფინანსება 2022-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით მოხდება, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოებიც 2025 წლამდეა გაწერილი. მერამდენე პროექტია ეს "მშენებლობა განვადებით" პროგრამის ფარგლებში და რა იცის ბიზნესმა მის შესახებ?