მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშპ-ის შემცირების მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში არ არის - ჯანეტ იელენი

62e69b1cc25b4
გიორგი თოლორდავა
31.07.22 22:56
1062
ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა შემცირდა, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში მაინც არ არის.

იელენის მტკიცებით, ეკონომიკური შემცირების რეცესიად კვალიფიცირებისთვის აუცილებელია, რომ მშპ-ის მაჩვენებლის პარალელურად, შემცირდეს დასაქმების მაჩვენებელი, დაეცეს ბიზნესაქტივობა და გაუარესდეს სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რაც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხდება.

„რეცესია ზოგადი ეკონომიკური ინდიკატორების გაუარესებას გულისხმობს, რასაც ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ. სამუშაო ადგილები ისევ იქმნება, შემოსავლები იზრდება, მომხმარებლის მხრიდან ხარჯვა არ შემცირებულა, ბიზნესი კი იზრდება“, - განაცხადა იელენმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.6%-ით შემცირდა; II კვარტალში კი მშპ-ის შემცირების მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.

ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ უკვე რეცესიაშია, რაც წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გამწვავდება - ფედერალური რეზერვისა და ხაზინის ხელმძღვანელობა კი აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს. ჯერომ პაუელისა და ჯანეტ იელენის მტკიცებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი საბაზო ეფექტითა და ინფლაციითაა განპირობებული, რაც განგაშის საფუძველს არ ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები