მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ავთენტურობის წამოწევა მორალური ვალდებულებაა“ – „ნაბერაული ვაინსი“

61573cd55e047
მარიამ იზორია
01.10.21 22:40
470
სახელმწიფოს მხრიდან მარკეტინგული მხარდაჭერა პოპულარიზაციის მიზნით ქართულ ღვინოს ნებისმიერ საექსპორტო ქვეყანაში სჭირდება. ამის შესახებ „ნაბერაული ვაინსის“ პიარმენეჯერმა ნანიკო რატიანიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ექსპორტამდე უპირველესად პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელს უნდა შეაყვარო.

„ექსპორტზე გასვლამდე შენი პროდუქტი სწორად ქართველ მომხმარებელს უნდა შეაყვარო, რადგან შენმა მომხმარებელმა თუ არ იგრძნო, რომ მას ხელში საოცარი პროდუქტი უჭირავს და ისტორიის მონაწილეა, ის ვერც საზღვარგარეთ გაითქვამს სახელს, ქართული ღვინის კულტურა მდიდარი და მრავალფეროვანია, შესაბამისად, მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დიდი პოტენციალი აქვს, ჩემი აზრით, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ავთენტურობის წინა პლანზე წამოწევა მომგებიანია, ეს არის, როგორც ძალიან დიდი მარკეტინგული სტრატეგია, ასევე ჩვენი მორალური ვალდებულებაც“ - ამბობს „ნაბერაული ვაინსის“ პიარმენეჯერი.

ინფორმაციისთვის, კომპანია მიზნად ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური და უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და განვითარებას. რაც შეეხება კომპანიის წლიურ წარმადობას, „ნაბერაული ვაინსი“ წლიურად 30 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს, რომელიც მაღალ საფასო სეგმენტში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები