მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო პრემიერა - შვედური პრემიუმ ბრენდი ახალ, სრულად ელექტრიფიცირებულ Volvo EX90-ს წარადგენს (R)

636b745662676
BM.GE
09.11.22 13:37
884
დღეს, საქართველოს დროით 18:00 საათზე, Volvo EX90-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ახალ ფლაგმანს, სრულად ელექტრომობილს სტოკჰოლმში წარადგენენ და ეს ამბავი ლაივსტრიმის საშუალებით მთელ მსოფლიოში გადაიცემა.

Volvo EX90-ის წარდგენა „ვოლვო ქარსის“ ახალი ერის დასაწყისია. ეს არის ბრენდის პირველი ავტომობილი ახალი თაობის სრულად ელექტრიფიცირებული და პროგრამულად განვითარებული მოდელების სერიიდან.

დაახლოებით 100 წელია, „ვოლვოს“ მთავარი მიზანი ისეთი ინოვაციების შექმნაა, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს. ახალი Volvo EX90-ის მეშვეობით ბრენდი ამ მემკვიდრეობას აგრძელებს.

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და განვითარებული პროგრამების დახმარებით, Volvo EX90 აღჭურვილია უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიებით, ისეთებით, როგორებიცაა Lidar და მძღოლის აღქმის სისტემა.

„ვოლვოში“ ამბობენ, რომ ახალი ავტომობილის მახასიათებლები და პროგრამები მის მართვას კიდევ უფრო მარტივ გამოცდილებად აქცევს.

ახალ ავტომობილს „ვოლვოს“ აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ როუენი ექსპერტებთან ერთად წარადგენს.
ინფორმაციისთვის: შვედურ ბრენდს საქართველოში ,,თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიდა წვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები