"გლობალურმა დავალიანებამ 188 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს მსოფლიო მშპ-ს დაახლოებით 230%-ს შეადგენს", - განაცხადა გეორგიევამ.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი აცხადებს, ვალის დაგროვება კერძო სექტორმა გამოიწვია, რომლის წილიც პროცესში 2/3 -ია.
შეგახსენებთ, რომ კრისტინ ლაგარდის შემცვლელად, ბულგარელი ეკონომისტი კრისტალინა გეორგიავა სექტემბერში დაინიშნა.
ევროკავშირის ქვეყნებმა გეორგიევა სსფ-ს ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის აგვისტოში წარადგინეს. მან ჰოლანდიელი იეროენა დეისელბლოემა ხმის მიცემის პროცესში ორი რაუნდის შემდეგ დაამარცხა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის ივლისში ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაშინდელი პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი წარადგინეს, 63 წლის ლაგარდმა კი ახალი პოსტის დაკავებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.