მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი საკუთარ ქონებას ყიდის

5ffc543f90b63
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 00:03
9507
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, რომელიც 188 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს, საკუთარ ქონებას ყიდის. მასკის გადაწყვეტილების მიზანია მარსზე დასახლებების შექმნა, რაც მნიშნველოვან ინვესტიციებს მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Business insider-ი ავრცელებს.

„საქმე იმაშია, რომ კომპანიის აქციებზე ძვირადღირებული ქონება მე არ გამაჩნია და მზად ვარ ჩემი ქონება გავყიდო. ასევე მზად ვარ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩემს ქარხანაში ან ოფისში დავიძინო, ხოლო ოჯახისთვის რაიმე დავიქირავო“,- განაცხადა ილონ მასკმა.

2020 წლის ბოლოს მასკმა მარსის განაშენიანების გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ის იქ ავტონომიური ქალაქის მშენებლობას აპირებს. 2050 წელს კი მარსზე 1 000 000 ადამიანის გაგზავნას გეგმავს.

Bloomberg-ის ცნობით, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა და ამჟამად მისი ქონება $188.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასკმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისმა ქონებამ Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებას გადააჭარბა. ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები