მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიები - რეიტინგი

ავტომობილები

ავტომობილი, რომელიც ასე თუ ისე ახალი ქმნილებაა, მისი გამოჩენისთანავე იქცა ადამიანის გადაადგილების საყვარელ საშუალებად. ბევრისთვის კი, ავტომობილი გაცილებით მეტია, ვიდრე ტრანსპორტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილებზე არსებული მოთხოვნა დასტურდება ობიექტური რიცხვებითაც, არამხოლოდ მსოფლიოში არსებული ავტომობილების რაოდენობით, რომელიც, სხვადასხვა ინფორმაციით დაახლოებით მილიარდ-ნახევარს შეადგენს, არამედ ავტომწარმოებელი კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციითაც. უკანასკნელი მონაცემებით, საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე სამოცდასამი ავტომწარმოებლის აქციები ივაჭრება, ხოლო მათი ჯამური საბაზრო შეფასება $2.28 ტრილიონს აღემატება.

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგს ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla ლიდერობს, რაც ნაწილობრივ, განპირობებულია არამხოლოდ ამ ბრენდის ავტომობილების პოპულარობით, არამედ ზოგადად ელექტრომობილების მიმართ არსებული მზარდი მოთხოვნით. ილონ მასკის Tesla, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, ამ ლოგიკით, ინვესტორების მიერ, ხშირ შემთხვევაში, ერთგვარი საინვესტიციო ფონდივით აღიქმება, რომელიც აერთიანებს არამხოლოდ ელექტრომობილების, არამედ განახლებადი ენერგეტიკის მიმართ არსებულ სენტიმენტებს.

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების პირველ ათეულს, რაოდენობრივად, გერმანული კომპანიები ლიდერობენ, ხოლო მეორე ადგილს იაპონური კომპანიები იკავებენ.

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგის პირველი ათი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. Tesla (აშშ) - $811.6 მილიარდი
2. Toyota (იაპონია) - $256.1 მილიარდი
3. BYD (ჩინეთი) - $95.6 მილიარდი
4. Porsche (გერმანია) - $85.4 მილიარდი
5. Mercedes-Benz (გერმანია) - $76.6 მილიარდი
6. BMW (გერმანია) - $69.1 მილიარდი
7. Volkswagen (გერმანია) - $66.1 მილიარდი
8. Stellantis (ნიდერლანდები) - $59.8 მილიარდი
9. Honda (იაპონია) - $58.1 მილიარდი
10. Ferrari (იტალია) - $55.5 მილიარდი

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგის მეორე ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

11. Ford (აშშ) - $48.8 მილიარდი
12. General Motors (აშშ) - $45 მილიარდი
13. Li Auto (ჩინეთი) - $38.5 მილიარდი
14. Maruti Suzuki India (ინდოეთი) - $38.3 მილიარდი
15. VinFast Auto (ვიეტნამი) - $36.5 მილიარდი
16. Hyundai (სამხრეთ კორეა) - $33.9 მილიარდი
17. Tata Motors (ინდოეთი) - $27.4 მილიარდი
18. Great Wall Motors (ჩინეთი) - $25.2 მილიარდი
19. SAIC Motor (ჩინეთი) - $24.2 მილიარდი
20. Mahindra & Mahindra (ინდოეთი) - $24.1 მილიარდი

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგის მესამე ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

21. Kia (სამხრეთ კორეა) - $23.9 მილიარდი
22. Rivian (აშშ) - $20.4 მილიარდი
23. Suzuki Motor (იაპონია) - $19.7 მილიარდი
24. Nissan (იაპონია) - $18.2 მილიარდი
25. NIO (ჩინეთი) - $15.9 მილიარდი
26. Chongqing Changan (ჩინეთი) - $15.5 მილიარდი
27. Subaru (იაპონია) - $15.2 მილიარდი
28. XPeng (ჩინეთი) - $14 მილიარდი
29. Geely (ჩინეთი) - $12.2 მილიარდი
30. GAC (Guangzhou Automobile Group) - $12 მილიარდი

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები