234 მილიარდი დოლარის ღირებულებით Apple ხუთშაბათის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგში პირველ ადგილზეა. კომპანიის ღირებულება უკანასკნელ ერთ წელიწადში 9%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზე Google-ია, რომლის ღირებულებაც 167,7 მილიარდ დოლარია, მესამე პოზიცია კი Amazon–ს ერგო. ჯეფ ბეზოსის კონცერნს 24 პროცენტით ზრდა უფიქსირდება და დაახლოებით 125.3 მილიარდ დოლარის ღირებულებისაა.
ათეულში ასევე შევიდნენ; Microsoft, Coca-Cola, Sumsung, Toyota, Mercedes-Benz, McDonald’s, და Disney.
აღსანიშნავია, რომ როგორც ბაზრის მკვლევარებმა გამოიანგარიშეს, Facebook-ს 12-პროცენტიანი ვარდნა ჰქონდა და მისი ღირბულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ გამოთვლებით კი პოპულარული სოციალური ქსელი რეიტინგში მე–9–დან მე–14–ე ადგილზე გადავიდა.
საგულისხმოა, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში ორი ევროპული კომპანიაც მოხვდა. მე–8 ადგილზე გასული გერმანული Mercedes-Benz–ის ღირებულება 50,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მე–11 პოზიციაზე მოხვედრილი BMW 40.4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.