მსოფლიოში არაერთი პოპულარული სოციალური ქსელია, რომელთაც მილიარდობით აქტიური მომხმარებელი ჰყავთ. სიის სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta Platforms-ია, რომელიც რეიტინგში სამ უმსხვილეს სოციალურ ქსელს, Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApps-ს ფლობს.
აქტიური მომხმარებლების რაოდენობით პირველ ადგილს, ტრადიციულად, Facebook-ი იკავებს, რომელსაც ყოველთვიურად 2.9 მილიარდი ადამიანი იყენებს. მეორე ადგილზე 2.2 მილიარდი მომხმარებლით YouTube-ია; ხოლო მესამე ადგილს WhatsApp-ი იკავებს, რომელსაც 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
ზრდის ყველაზე სწრაფი ტენდენციით ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, ByteDance-ის სოციალური ქსელი, TikTok-ი გამოირჩევა, რომელსაც ამჟამად 743 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს კომპანია Meta-ს მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებს.
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების რეიტინგი:
Facebook - 2.9 მლრდ
YouTube - 2.2 მლრდ
WhatsApp - 2 მლრდ
WeChat - 1.2 მლრდ
Instagram - 1.2 მლრდ
Tiktok - 732 მლნ
Telegram - 700 მლნ
Snapchat - 528 მლნ
Pinterest - 459 მლნ
Reddit - 430 მლნ
Twitter - 396 მლნ.