მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში უძვირესი ღვინის მწარმოებელი საქართველოთი დაინტერესდა – "გვსურს თქვენი ღვინის აღმოჩენა"

603296340aec4
BM.GE
21.02.21 21:35
4185
მსოფლიოში უძვირესი ღვინის Liber Pater–ის მწარმოებელი საქართველოთი დაინტერესდა. ფრანგული ღვინოების კომპანიის დამფუძნებელი ლიუკ პასკე საქართველოში ვენახის გაშენებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. ამ საქმეში კი მისი პარტნიორი კომპანია “ასკანელების” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძეა, რომელიც სპეციალური მოწვევით არაბეთის გაერთიანებულ საემირობეში სულ ახლახანს იმყოფებოდა, სადაც ლიბერ პატერის ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაციაც შედგა.

გოჩა ჩხაიძე თავის პარტნიორებთან ერთად პირადად გაეცნო ლიბერ პატერის მეპატრონეს, ლუიკ პასკეს. შედეგად, გადაცემა Forbes კვირასთან ექსკლუზიურად, გოჩა ჩხაიძე და ლუიკ პასკე აცხადებენ ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოში ვენახის გაშენებას და სრულიად უნიკალური ღვინის წარმოებას ითვალისიწინებს. ამ მიზნით 2 თვეში ფრანგი მეღვინე საქართველოს ეწვევა.

“საქართველო ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან ღვინო ამ ქვეყანაში დაიბადა. თქვენ უამრავი ავთენტური ჯიში გაქვთ. ჩვენ გვსურს თქვენი ღვინის აღმოჩენა. ჩვენ გვაქვს ლამაზი ბრენდის შექმნის პოტენციალი და ეს შესანიშნავია სწორედ თქვენი ღვინის ისტორიის გამო. შეიძლება საქართველო მძინარე მზეთუნახავია და თქვენ ის უნდა გააღვიძოთ, რადგან ის შესანიშნავი ქვეყანაა. მსურს მალე ვესტუმრო საქართველოს.

ჩემთვის, ნამდვილი მეღვინეობის აღმოჩენა შესაძლებელია ხმელთაშუა და შავი ზღვისპირეთში. ღვინო ამ ტერიტორიებზე დაიბადა. შესაძლებელია, კარგი მაგრამ არატრადიციული ღვინის დამზადება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღვინო არ არის მხოლოდ ალკოჰოლი წყლით. ეს ჩვენი კულტურაა, ეს ევროპული კულტურაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ, როგორც საგანძური მომავალი თაობისთვის. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ყველამ იცის საქართველო. დარწმუნებული ვარ ფანტასტიური ჯიშები გაქვთ. ევროპაში ვიცით, რომ ღვინო საქართველოში დაიბადა. მაშინ რატომ ვერ ვხვდებით ევროპაში კარგ ქართულ ღვინოს? მე უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ საქართველოში, თუმცა, საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ინტენსიური შრომა”,- აცხადებს ლუიკ პასკე.

ლუიკ პასკემ 2015 წელს გადაწყვიტა დიდი ხნის წინ დავიწყებული მაღალხარისხიანი ფრანგული ჯიშებიდან ღვინო ეწარმოებინა. ფრანგული ძვირადღირებულ ღვინო Liber Pater–ი შეზღუდული რაოდენობით გამოდის და წლიურად მისი გამოშვება 1000 ბოთლს არ აღემატება, ბოთლის ღირებულება კი 30 ათას ევროსაც აღწევს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები