საუბარია ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან შეიზღუდება. რეგულაცია აწესებს წლოვანების მიხედვით შეზღუდვასაც. კერძოდ, მთავრობის ინფორმაციით, ცვლილებები 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება, თუმცა ის არ გავრცელდება რეექსპორტზე. რეგულაციებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი უკვე მზადაა, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება. რა გავლენა ექნება 2013 წელს ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ბაზარზე, რა სეგმენტსაც მთლიან ექსპორტში დაახლოებით 30-40% უჭირავს.
სტუმარი: ელგუჯა ჯამაგიძე - „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი;
ვანო ბიჩინაშვილი - "გლობალ ავტოს" დამფუძნებელი.