მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: 787 მძიმე პაციენტიდან 363 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

5fb2262347ade
ინგა მურუსიძე
16.11.20 11:12
510
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, კორონავირუსის 16 785 შემთხვევიდან მძიმე პაციენტი არის 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 173.

როგორც ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27.

16 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 82835
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 65291
მათ შორის გარდაცვლილი - 733
კარანტინის რეჟიმში - 2735
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5658
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3315
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები