მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დავების განხილვის ახალ საბჭოს ქმნის - წევრების ვინაობა ცნობილია

62570d14abd05
ნინო ტაბატაძე
13.04.22 21:55
3608
მთავრობა დავების განხილვის ახალ საბჭოს ქმნის. საბჭოში 12-ის ნაცვლად 11 წევრია. მას ისევ ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში აღარ არიან დამსაქმებელთა ასოციაციის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.

თუ აქამდე საბჭოს წევრების ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო, ახალ სიაში ყველა წევრის ვინაობა ცნობილია.

საბჭოში არიან: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მისი მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი მაისურაძე და მისი მოადგილე მიხეილ ადეიშვილი. ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით მოლოდინი; სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის საჩივრების სამმართველოს ხელმძღვანელი - დავით გაბლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი - დავით ლაშხია, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი შორენა გვენეტაძე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის საგადასახადო ექსპერტი - დავით რუხაძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ფერაძე და ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი შოთა კომლაძე.

ცნობისთვის, დავების განხილვის საბჭო გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო დავებს განიხილავს.

გასულ წელს საბჭოში გადასახადის გადამხდელებმა 3136 საჩივარი წარადგინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2020 წლის საჩივრებს 1046 საჩივრით აღემატება. სადავო თანხამ 1.808 მლრდ ლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, გადაწყვეტილება მიღებულია 3267 საქმეზე. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 489 საჩივარი, 2335 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 443 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები