მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 14 საკითხზე იმსჯელებს

64461f0e6fe6f
ინგა მურუსიძე
24.04.23 10:16
663
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს განიხილავენ:

1. საქართველოს კანონების პროექტები ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ”, ,,ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ და მათგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ჯ. ბურჭულაძე

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კომპავა ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №1178 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში დროებითი ცვლილების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმების პირობების მოწონების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2017 წლის 16 ივნისს დადებულ განხორციელების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ჯალაურთას ქარი’’-ს ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების
განხორციელების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „თელავის მზის’’ ლექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების
განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შეტყობინების შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“

მომხსენებელი: თ. ჩიხრაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები