მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს ცხრა საკითხზე იმსჯელებს

6433ac7643509
ინგა მურუსიძე
10.04.23 10:31
504
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხს განიხილავენ:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბორჯომის სამოთხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „მეფის ქალაქის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის" პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ქლინ ენერჯი ინვესთ ეი. ეს - სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული
აჭარისწყალის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (ნაწილი 1) მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შეცვლილი და განახლებული ხელშეკრულების ცვლილების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის (2023-2030 წწ.) და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ტექნიკური რეგლამენტი - ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ”

მომხსენებელი: ო. შამუგია

9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“

მომხსენებელი: გ. თუმანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები