მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფოთის პორტის უკან 74 ჰექტარს 10 მილიონ ლარად ყიდის

6268f587c8c54
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.22 12:28
1538
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ფოთის პორტის უკან, 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისთვის ახალი აუქციონი გამოაცხადა. მიწის საწყისი ღირებულება 10 მილიონი ლარია.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ტერიტორიის მყიდველმა ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა ააშენოს, ხოლო ამ უძრავი ქონების ნაწილი - 100 ბინა შემდეგ მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს.

“მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ციტრუსების მეურნეობაში მდებარე 8000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N04.02.12.917) ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, მრავალბინიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის (რომელიც უნდა მოიცავდეს ჯამური ფართობით არანაკლებ 6 934 კვ.მ., არანაკლებ 100 (ასი) ერთეულ საცხოვრებელ ბინას (მათ შორის: 1 (ერთი) ოთახიანი არანაკლებ 21 (ოცდაერთი) ერთეული ბინა (არანაკლებ 48 კვ.მ.); 2 (ორი) ოთახიანი არანაკლებ 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ერთეული ბინა (არანაკლებ 70 კვ.მ.); 3 (სამი) ოთახიანი არანაკლებ 22 (ოცდაორი) ერთეული ბინა (არანაკლებ 88 კვ.მ.), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს), სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ აშენება და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა,”- ნათქვამია საპრივატიზაციო პირობებში.

აუქციონი 13 დღეში სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები