მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გადასახადების გეგმას ზრდის

632b0114c93c4
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.22 16:14
2127
საქართველოს პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტს განიხილავს. განახლებული პროექტით ბიუჯეტის ხარჯები 480 მილიონი ლარით, 19.6 მილიარდ ლარამდე იზრდება. პარალელურად, 1 მილიარდი ლარით იზრდება ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა და ის 14.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.

გადასახადებს შორის ყველაზე მეტად - 428 მილიონი ლარით, დღგ-ის გეგმა იზრდება.

როგორ იცვლება ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა:

• დღგ - 5.8 მილიარდი ლარი, მატება 428 მლნ, ზრდა 8%;
• საშემოსავლო გადასახადი - 4.6 მილიარდი ლარი, მატება 291 მლნ, ზრდა 7%;
• მოგების გადასახადი - 1.8 მილიარდი ლარი, მატება 209 მლნ ლარი, ზრდა 13%;
• აქციზი - 2 მილიარდი ლარი, მატება 95 მლნ ლარი, ზრდა 5%.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ბიუჯეტი 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის გათვლილი, ნაცვლად 6%-იანი ზრდისა, რომელიც ბიუჯეტში აქამდე იყო. ახალი ეკონომიკური პროგნოზით, წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ მიმდინარე ფასებში რეკორდულ, 72.2 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. განახლებული პარამეტრებით მცირდება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და ის 4.4%-ის ნაცვლად 3.2% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები