მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ლობისტურ ფირმა Chartwell Strategy Group-ს 1.3 მლნ ლარს გადაუხდის

627a4e65e4488
BM.GE
10.05.22 21:41
1121
საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია აშშ-ში ლობისტურ სერვისს ამერიკულ ფირმა Chartwell Strategy Group-ს უკვეთავს. 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლობისტური ფირმა Chartwell Strategy Group-ის სერვისების დაქირავებისთვის 1.3 მილიონი ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 25 თებერვალს გამოსცა.

“ლობისტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით „ჩართველ სთრაითეჯი გრუფთან (The Chartwell Strategy Group, LLC)“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყოს 1,313,476 ლარი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წერია, რომ პირველ კვარტალში ორგანიზაციას უკვე 336,567 ლარის ანაზღაურება ჩაერიცხა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ს ლობისტურ სერვისს 2018 წლის იანვრიდან უკვეთავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები