მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობის შემცირების ზომებს მიიღებს

5fa676f107d0c
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 14:26
753
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთში და რუსთავში, მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, ავტობუსში თუ ყველა ადგილი დაკავებული იქნება, მძღოლი გააკონტროლებს, რომ დამატებითი ადამიანი აღარ ავიდეს ტრანსპორტში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შვიდ დიდ ქალაქში 9 ნოემბრიდან საღამოს 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები