მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რესტორნებს და კაფე-ბარებს 22:00 საათიდან მიტანის სერვისით მუშაობის უფლებას აძლევს

5fab96063178f
ინგა მურუსიძე
11.11.20 11:47
1351
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან, 07:00 საათამდე რესტორნების, კაფეების და ბარების ფუნქციონირება შეწყვეტილია, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მათ მიერ მიტანის მომსახურეობას, ე.წ. „დელივერი სერვისს“.

შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი და საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილებაში ასევე შევიდა ცვლილება და შეზღუდვები მოიხსნა ქვეყანაში შიდა ტვირთების გადაზიდვაზე.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.

გუშინდელი დღის მდგომარეობით, რესტრატორთა ასოციაციამ არ იცოდა, შეეძლოთ თუ არა რესტორნებს ამ სერვისით ესარგებლათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები