მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საჯარო სექტორისთვის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებს აცხადებს

61c2e4995dd66
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 12:40
1848
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა.

ამის შესახებ საბჭოს სხდომის შემდეგ მასთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„როგორც ცნობილია, სკოლებში 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგებია და ამასთან ერთად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებად გამოცხადდეს.

ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავისით მიიღოს და ეს პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადოს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები