მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობა ხშირად კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს, რაც გამართლებული არ არის"

5dd1178ef331d
თათია ჩაფიჩაძე
17.11.19 14:12
847
ოქტომბერში კანონპროექტების ინიცირების კუთხით როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია და მთავრობა თანაბრად აქტიურობდნენ, თუმცა მთავრობა ხშირად კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნას იყენებს – „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა ციმაკურიძის შეფასებით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ ეს ყველა შემთხვევაში გამართლებული არ არის, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვებსაც აჩენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობა იყენებდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნას, ასეთია მაგალითად კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ეს შესაძლოა უმრავლესობას საჩქაროდ მიაჩნია, თუმცა უკავშირდება კომისიის დამოუკიდებლობას, ვიცით რომ კომისია არცეთი შტოს შემადგენლობაში არ შედის და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები ნაჩქარევად არ განიხილებოდეს.

ასევე გამოვყოფდი მთავრობის მიერ ინიცირებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც გულისხმობს 500 000 კბ.მ-მდე/ტონამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების ვადის შემცირებას 1 თვიდან 15 დღემდე. აქაც ორი მხარე აქვს საკითხს, შეიძლება სახელმწიფოს დასაბუთება იყოს ის, რომ კარგავს შემოსავალს, თუმცა მეორე ასპექტი შესაძლოა, უკავშირდებოდეს კორუფციის რისკებს,“- განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ციმაკურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები