საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 2-წლიანი ვადიანობის 80 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა.
"2022 წლის 6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში," - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.