ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებლებს ზრდის.
ახალი პროგნოზით, ივნისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, ივლისში, ექსპორტზე 128 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავა, ხოლო აგვისტოში - 33 მლნ კვტ/სთ.
შედეგად, 2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი, ჯამში, 783 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რაც 2011 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია. 2011 წელს ექსპორტზე 930 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა.
ექსპორტზე დადებითად მოქმედებს წყალუხვი სეზონი და თურქეთში ელექტროენერგიის მაღალი ფასები. 1 კვტ/სთ ელექტოენერგიის ღირებულება მეზობელ ქვეყანაში 12 ცენტამდეა გაზრდილი.
ელექტროენერგიის ექსპორტი წლების მიხედვით:
• 2011 წელი ექსპორტი 930 მლნ კვტ/სთ
• 2012 წელი ექსპორტი 528 მლნ კვტ/სთ
• 2013 წელი ექსპორტი 450 მლნ კვტ/სთ
• 2014 წელი ექსპორტი 603 მლნ კვტ/სთ
• 2015 წელი ექსპორტი 659.9 მლნ კვტ/სთ
• 2016 წელი ექსპორტი 599 მლნ კვტ/სთ
• 2017 წელი ექსპორტი 685.7 მლნ კვტ/სთ
• 2018 წელი ექსპორტი 588.5 მლნ კვტ/სთ
• 2019 წელი ექსპორტი 243.4 მლნ კვტ/სთ
• 2020 წელი ექსპორტი 153.7 მლნ კვტ/სთ
• 2021 წელი ექსპორტი 1.07 მლნ კვტ/სთ