მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ჰესების გამომუშავების საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსში ცვლილებები შეიტანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აგვისტოში შესული ცვლილებით გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე თბოსადგურების გამომუშავება, თუმცა შემცირებულია ჰიდროგენერაციის გამომუშავება.

კერძოდ, თუ 2023 წლის აპრილში მთავრობა 11109,1 მლნ კვტ/სთ ელოდებოდა ჰიდროსაგურებისგან, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 10823,0 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ანუ ჰესების გამომუშავება 286 მლნ კვტ/სთ-ით [2.6%] არის შემცირებული.

განახლებულ ბალანსში ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი თითქმის 400 მლნ კვტ/სთ-ით გაზარდა. კერძოდ, 2023 წლის აპრილში მთავრობა ელექტროენერგიის ექსპორტს ივლისის ჩათვლით პროგნოზირებდა და ელოდა, რომ ჯამურად 1001,9 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევდა. განახლებული პროგნოზით ელექტროენერგიის ექსპორტი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ჰიდროსადგურებისგან განსხვავებით, გაზრდილია თბოსადგურების გამომუშავების საპროგნოზო მაჩვენებელი. განახლებულ პროგნოზით მთავრობა 3244,4 მლნ კვტ/სთ-ს თბოსადგურებისგან ელოდება, რაც 204 მლნ კვტ/სთ-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განახლებული საპროგნოზო ბალანსით შემცირებულია ჯამური გამომუშავება 0.6%-ით და 14151,9 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

BMG ჰიდროგენერაციის შემცირების მიზეზებზე ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები