მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ პარიზის, რიგას და მიუნხენის რეგულარულ რეისებზე მიიღო დადგენილება

5f0b808c6f827
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.20 09:30
3832
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შესული ცვლილებებით, AirFrance-ს, Lufthansa-სა და AirBaltic-ს პარიზის, რიგას და მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო ფრენების შესრულების უფლება მიეცათ. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილება 10 ივლისით თარიღდება. 

"ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა 2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

ა) მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

ბ) პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

გ) რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით,"- ნათქვამია დადგენილებაში. 

არსებული ინფორმაციით, ეს ავიაკომპანიები რეგულარული რეისების შესრულებას აგვისტოდან დაიწყებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Lufthansa კვირაში მხოლოდ ორი სიხშირით იფრენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები