მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "იმერეთის აგროზონას" 1.4 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა

634e6e2b2209a
მარიამ ვარადაშვილი
18.10.22 14:03
563
მთავრობამ „იმერეთის აგროზონას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ბაღდათში ტერიტორია გადასცა. როგორც BMG-ის “იმერეთის აგროზონის” დირექტორმა არჩილ ბუკიამ უთხრა, მათ ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული 1.4 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცათ.

"“იმერეთის აგროზონამ” მარტში აიიპ დააფუძნა სახელწოდებით “მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრი. ეს ცენტრი უკვე ფუნქციონირებს და ჰყავს 50-მდე წევრი. ეს მიწის ნაკვეთი, რაც სახელმწიფომ გადმოგვცა კოლეჯ “იბერიის” ტერიტორიასთან ახლოსაა. ნაკვეთი მდინარის პირას არის და აქამდე სახელმწიფოს ეკუთვნოდა. შემდეგ ამ ტერიტორიას სასწავლო ცენტრს გადავცემთ.

ასევე მზადდება დადგენილება, რომელიც მთავრობაზე მალე გავა. საუბარია კოლეჯ "იბერიას" საკუთრებაში არსებულ 3.5 ჰა ტერიტორიაზე, თუმცა ის მას არ იყენებს და ჩვენ ამ მიწის ფართობებზე უნდა გავაკეთოთ სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები. ამ კოლეჯის 3.5 ჰა-დან 2.7 ჰა გადაეცემა ჩვენს სასწავლო ცენტრს აღნაგობის უფლებით. შედეგად, მას ჯამში დაახლოებით 4 ჰა ტერიტორია ექნება. ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სადემონტრაციო-სასათბურე მეურნეობები”, - აცხადებს ბუკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები