მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ რეგიონების გაზიფიცირებისთვის 64-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა

630b3759dcc24
BM.GE
28.08.22 13:34
1005
მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა “გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რეგიონების გაზიფიცირებისთვის 16 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 64 მილიონ ლარს შეადგენს.

ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა გაზიფიცირების სამუშაოები კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ წლამდე პერიოდში უნდა დაასრულონ.

ტენდერების ღირებულება და გაზიფიცირების სამუშაოები ასე ნაწილდება:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოგიეთის, ჯუმათის, ძირიჯუმათის, ბოგილის, იანეთის და დვაბზუს ნასაკირალის გაზიფიცირების სამუშაოები - 2,499,099 ლარი;
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების: აწყურის და აგარის გაზიფიცირების სამუშაოები - 2,725,200 ლარი;
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მთისპირის, ოქროსქედის, ვანისქედის და უკანავას და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩომეთის, კალაგონის და მამულარის გაზიფიცირების სამუშაოები - 2,859,552 ლარი;
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: კრიხის და ჟოშხას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის გაზიფიცირების სამუშაოები - 2,898,119 ლარი;
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: აბელიანის, ჩხიკვთას, ტბისის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარმანიშვილისკარის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბაანის თემის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის (ზემო უბანი) გაზიფიცირების სამუშაოები - 2,761,909 ლარი;
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვარგავის, თოკის, ივერიას, ნიჯგორის და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: წრეს, მლაშეს, ფლატეს და ზარზმას გაზიფიცირების სამუშაოები - 2,750,320 ლარი;
7. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მორძგვეთის, სკინდორის, ეწერის და სალიეთის გაზიფიცირების სამუშაოები - 3,026,549 ლარი;
8. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვაციხეს, საკურწეს და რცხილათის გაზიფიცირების სამუშაოები - 3,626,350 ლარი;
9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯიხანჯირის, შრომისუბნის, ჩოჩხათის, მოედანის, ხორეთის, კოკათის, გულიანის, ნინოშვილის და ყელას გაზიფიცირების სამუშაოები - 4,660,965 ლარი;
10. ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: მეორე გურიფულის, პირველი გურიფულის, გაღმა შუა ხორგას, გამოღმა შუა ხორგას, გამოღმა პირველი ხორგას და გაღმა პირველი ხორგას და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეკის, შრომისკარის, საადამიოს, საგუნიოს და საცხვიტიოს გაზიფიცირების სამუშაოები - 5,131,684 ლარი;
11. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხაჯალიას, ნიგვზიანის, არჩეულის, ჩანჩეთის, ჯურუყვეთის, ეწერის და ბაღლეფის გაზიფიცირების სამუშაოები - 4,981,238 ლარი;
12. ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო ქვალონის, პატარა ფოთის, გვიმარონის, ჭითაუშქურის და საალანიო-საფაჩულიოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: დიდი ნეძის და ორულუს გაზიფიცირების სამუშაოები - 4,999,362 ლარი;
13. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგანის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნას, ზვარეს, ვარჯანისის, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოები - 5,040,320 ლარი;
14. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: გაჭედილის, ტალერის და ეწერის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქოლობანის და ბულვანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: მუხური-ხორგიშის, გოლასკურის და რეკას და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის გაზიფიცირების სამუშაოები - 5,205,168 ლარი;
15. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთის და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოები - 4,261,725 ლარი;
16. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ღარიხევის, წიფის, ქროლის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელების: დიდი მიტარბის, ჩითახევის, ქვაბისხევის და დვირის გაზიფიცირების სამუშაოები - 6,634,145 ლარი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები