მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების საკითხზე კომისია შექმნა

62cbdfba8062c
მარიამ ვარადაშვილი
11.07.22 13:55
635
მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების საკითხზე უწყებათაშორისო კომისია შექმნა. მიღებული დადგენილების თანახმად, კომისიაში შედიან ეკონომიკის, განათლების, შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

ამავე დადგენილებით განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილებებიც. კერძოდ, კომისიის მიზანია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების გზით.

ამასთან, საჭორიების შემთხვევაში კომისიას შესაძლებლობა ექნება, სტრატეგია განაახლოს. ამას გარდა, ახლადშექმნილმა კომისიამ ამ სტრატეგიის შესრულების მონიტორინგიც უნდა განახორციელოს.

დადგენილების თანახმად, კომისიამ უნდა შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით; მიიღოს შესაბამისი დაწესებულებებიდან საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და განიხილოს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წარდგენილი ინიციატივები მოწონების შემთხვევაში კი დასამტკიცებლად მთავრობას გაუგზავნოს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ 4 ივლისს საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები