მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციაში სავაჭრო მოლების წარმომადგენლები დაიბარეს

5ffc448b61e5c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.21 16:34
1082
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში 17:30 საათზე, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სავაჭრო მოლებს შორის შეხვედრა გაიმართება. - ამის შესახებ BM.GE-ის „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განუცხადა.

სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს რა საკითხებზე გამახვილდება ყურადრება შეხვედრაზე, თუმცა ამბობს, რომ სექტორს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეული კითხვები აქვთ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე არ მოიხსნება და ამ პერიოდს ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებენ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრებს 16 იანვრიდან გახსნის მოლოდინი და მზაობა ჰქონდათ.

„ჩემი ინფორმაციით, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბიზნესობმუდსმენი და ეპიდემიოლოგები დაესწრებიან, თუმცა კონკრეტულად რა საკითხზე სურთ ჩვენთან კომუნიკაცია არ ვიცით. ჩვენ ვიცოდით, რომ სავაჭრო ცენტრები 16 იანვარს გაიხსნებოდა და ამისთვის მზაობაც გვქონდა. დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ყოველთვის გადაწყვეტილებას აცხადებენ და შემდეგ გვიბარებენ. როგორ მინისტრმა განაცხადა, 1 თებერვლამდე იმიტომ გადავადდა, რომ ეს პერიოდი ბიზნესთან კომუნიკაციისთვის გამოეყენებინათ. თუმცა ჩვენთან საუბარი აქამდეც შეიძლებოდა. 2 იანვრის შემდეგ დაკეტილები ვიყავით და თუ რაიმე საორგანიზაციო საკითხი იყო გადასაწყვეტი, შეგვეძლო შევთანხმებულიყავით“, - განაცხადა ლევან მესხელმა.

მისი თქმით, მოლებსაც აქვთ კითხვები მთავრობასთან, თუ რატომ შეცვალეს თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება.

„როდიდან, როგორ და რა ფორმით მოგვიწევს მუშაობის აღდგენა. სავაჭრო ცენტრი პატარა ქალაქია, სადაც საორგანიზაციო საკითხებია გასავლელი და არ შეიძლება 2 დღით ადრე გვაგებინებდნენ რომ არ ვიხსნებით. არ გვესმის რატომ გადაწიეს ჩვენი გახსნა, მაშინ როდესაც წინასაახალწლო გამოცდილებაც გვაქვს და რეგულაციებსაც ვიცავდით. კიდევ ერთხელ ავუხსნით, რომ არ შეიძლება ასე მარტივად მიდგომებისა და გადაწყვეტილებების მიღება“, - უთხრა BM.GE-ის „სითი მოლის“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები