მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ - #სოცაფეთქება გუდაურში

602bc4ff18dd0
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.21 17:20
1037
მთის კურორტებზე მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ - ეს იყო დღეს გუდაურში გამართული კიდევ ერთი საპროტესტო აქციის - #სოცაფეთქების მთავარი მოთხოვნა.

როგორ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „დაიცავით მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები მთის კურორტებზე არსებული შეზღუდვების მოხსნას, ხოლო თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი პრემიერთან შეხვედრას და ეკონომიკის ამ მიმართულების სუბსიდირებას მოითხოვენ.

„ამინდი გვიწყობს ხელს და ჯერ კიდევ გვაძლევს შანსს, რომ კურორტი გაიხსნას. ახლა ძალიან დიდი თოვლი მოდის, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი მარტი ვამუშაოთ ეს კურორტი, თუ არადა რეალურად უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რანაირად შეიძლება, რომ ამ ხალხს დაეხმარონ, რა რეგულაციებით აპირებენ მომავალ წელს მუშაობას და როგორ მოახერხებენ, რომ ეს ბიზნესი მიწასთან არ გასწორდეს და მომავალ წელს შეძლოს ფუნქციონირება.

მთავარი მოთხოვნაა, რომ პრემიერს შუამავლების გარეშე, პირადად, შევხვდეთ, პირადად მისგან გვინდა მოვისმინოთ პასუხები. აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს და დავიწყებთ სერიოზულად სუბსიდირებაზე ფიქრს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, „დაიცავით მთის კურორტებისა“ და მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის მიერ მიმდინარეობს სამთო კურორტებზე მოქმედი ბიზნესების ზარალის დათვლა და რიცხვები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

"აქცია ტარდება #სოცაფეთქების ეგიდით, აქ ვართ „დაიცავი მთის კურორტების“ წარმომადგენლები. არიან ადგილობრივები შეკრებილი. ყველა ჩვენს სატკივარს ვუზიარებთ ერთმანეთს, რამდენად იზარალა ყველამ", - დასძინა ტურიზმის სექტორის წარმომდგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები