მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთის წყალი” მომავალ წელს ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა

61923cae986ff
ელენე გოგბერაშვილი
16.11.21 10:15
1665
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მომავალ წელს „მთის წყალს’ ექსპორტზე აზერბაიჯანში გაიტანს. ამის შესახებ bm.ge-ს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. „მთის წყალი“ ბაზარზე გასული წლის ივლისში გამოჩნდა და როგორც ბიზნესმენი ამბობს, ბრენდს დღეს ბაზრის 22% უკვე უჭირავს.

აზერბაიჯანი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთავის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარია. როგორც თემურ ჭყონია აცხადებს, მხოლოდ გასულ წელს აზერბაიჯანში კომპანიამ 10 მლნ ევრომდე ღირებულების პროდუქცია გაყიდა. „მთის წყალზე“ და მათ მიერ წარმოებულ სხვა პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანია საწარმოო ხაზის გაფართოებას და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას განიხილავს.

"მომავალ წელს აზერბაიჯანს შევუტევთ, ძალიან სერიოზულად. სისტემური კონტრაქტები ჯერ ამ ბაზარზე არ გვაქვს, მხოლოდ საცდელი პარტიები გაგვაქვს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შარშან აზერბაიჯანში ჩვენი ექსპორტი 10 მლნ ევრომდე იყო - საუბარია "კოკა-კოლას" და სხვა ნაწარმის ექსპორტზე, რომელსაც ისინი არ აწარმოებენ. ახლა საექსპორტო პროდუქტებს უნდა დაემატოს წყალი.

მომავალ წელს სერიოზული გეგმები გვაქვს. წარმადობა აღარ გვყოფნის, ამიტომ 2022 წელს 20 მილიონი ლარის ინვესტიცია სჭირდება მხოლოდ "კოკა-კოლას" ქარხანას. ულტრათანამედროვე ჩამოსასხმელ ხაზს ვყიდულობთ, რომელიც საათში 35 000 ბოთლის ჩამოსხმის შესაძლებლობას გააჩენს. წარმადობის გაზრდა გვჭირდება სამომავლო გეგმებისთვის“, - აცხადებს თემურ ჭყონია და დასძენს, რომ „მთის წყალი“ აზერბაიჯანის შემდეგ ექსპორტზე ყაზახეთსა და უზბეკეთშიც გავა.

როგორც ცნობილია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ მტკნარი წყლის მოპოვებაზე 25- წლიანი ლიცენზია 2019 წელს მიიღო. „მთის“ წყალის ბრენდის შექმნაში 3 200 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები