მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მუნიციპალიტეტები ამბობენ, რომ სველი წერტილების მოწესრიგება მათ მოვალეობაში არ შედის” - გიდი

6295dff14f2ac
მარიამ ადამია
31.05.22 23:20
997
სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტი და გიდი, ნუცა ცქიმანაური, გადაცემა “საქმიან დილაში”, ქვეყანაში სველი წერტილების კუთხით არსებულ და მოუგვარებელ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ საკითხს პრობლემად ვერ აღიქვამს.

“სველი წერტილების საკითხი შესაძლოა ვიღაცისთვის სასაცილო და არასერიოზული იყოს, თუმცა ეს უდიდესი სირცხვილია ქვეყნისთვის. მე ვისურვებდი, რომ შესაბამისი უწყებიდან კომპეტენტური ადამიანი, თუნდაც ერთხელ წამოვიდეს ჩემთან ერთად ტურზე და ნახოს თუ როგორი რთულია რეალურ პირობებში A პუნქტიდან B პუნქტებამდე გადაადგილება,” - აცხადებს გიდი.

მისივე თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ამბობენ, რომ სველი წერტილების მონიტორინგი მათი კომპეტენცია არ არის.

“მუნიციპალიტეტებთან მქონდა საკითხზე კომუნიკაცია და მაგალითად დაბა სტეფანწმინდაში, რომელიც ერთ-ერთი პირველი ტურისტული ლოკაცია საქართველოში და 100-დან 100 სტუმარი ყოველთვის ყაზბეგში მიდის, გვეუბნებიან და მიმტკიცებენ, რომ აქ არსებობს საპირფარეშო, არადა ტყუილია, ხოლო კითხვაზე თუ როდის შეამოწმეს ბოლოს მისი არსებობა, მპასუხობენ, რომ ეს მათ მოვალეობაში არ შედის და ისიც ითქვა რომ მათ ეს პრობლემა არ აწუხებთ,” - ამბობს ცქიმანაური.

გიდის თქმით, თუკი ქვეყანას უნდა პოზიციონირება ტურისტულ ბაზარზე, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს მზად და უნდა იფიქროს იმ ადამიანებზე, სეგმენტზე, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ და მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი სუფთა და მოწესრიგებული საპირფარეშოებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები