მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

60d1e2797dc7a
ინგა მურუსიძე
22.06.21 17:29
492
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, რაც ითვალისწინებს მეტროს შემთხვევაში 24:00 საათამდე მოძრაობას, ხოლო ავტობუსის მუშაობის ხანგრძლივობას მგზავრთნაკადის მიხედვით.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები