მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე კოვიდ-საშვების შემოღება დასაშვებია, თუ ყველა სექტორზე გავრცელდება - "რითეილ გრუპ ჯორჯია"

61814e9d99c35
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.21 20:43
591
“რითეილ გრუპ ჯორჯიას” (Zara, Stradivarius, Massimo Dutti) დირექტორი რევაზ მაღალაშვილი აცხადებს, რომ კოვიდ-ბარათების შემოღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ყველა სექტორს თანაბრად შეეხება. როგორც “საქმის კურსთან” საუბრისას მაღალაშვილმა აღნიშნა, თუ აუცრელ მოქალაქეებზე შეზღუდვები დაწესდება, ის უნდა გავრცელდეს, როგორც სავაჭრო ცენტრებზე, ასევე ბაზრობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა სექტორი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

“ეს არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომა, მწვანე ბარათები უნდა მოქმედებდეს ყველგან იმისთვის, რომ მოთხოვნა არ გადანაწილდეს იმ სფეროებზე, სადაც რეგულაცია არ არსებობს. შედეგი ეფექტიანი ამ შემთხვევაში იქნება და მძიმე შედეგებსაც თავიდან ავირიდებთ”,- აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.

ხოლო კითხვაზე, რატომ არ მიიღო აქამდე საქართველოს ხელისუფლებამ კოვიდ-ბარათების დანერგვის გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია, რეზო მაღალაშვილი პასუხობს:

“სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად აღიქმება ვაქცინაცია, განათლების დონეც სხვაა და ინფორმირების დონეც. სიხისტეც განსხვავდება ქვენების მიხედვით, ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევანის თავისუფლება მივცეთ ყველას, მაგრამ ამ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს - მაგალითად PCR-ტესტი, რომლის საფასურსაც ეს ადამიანები თავად გადაიხდიან, თუ აცრა არ სურთ".

ცნობისთვის, ე.წ. მწვანე ბარათების სისტემა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ აცრილი ან გატესტილი მოქალაქეების დაშვებას გულისხმობს. საუბარია ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ.

"მწვანე ბარათების" დანერგვისკენ საქართველოს ხელისუფლებას "დიოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები